4 წლის შვილი დარჩათ – ვინ არის ლიფტის შახტში დაღუპული ცოლ-ქმარი?

0
918
18 Views

თბილისძში, ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულებს 4 წლის ბავშვი დარჩათ.

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. არმენ სარქისოვი ლიფტის შახტაში ჩავარდა, მისი მეუღლე კი დახმარებას ცდილობდა რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, ამ დრომდე ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა და დაიღუპა, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.

გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.

წყარო: mtavari.tv

Cesko