ექიმები ამბობენ, რომ ძველი კვერცხის ჭამა, თუნდაც მოხარშულის, სარისკოა. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მსუბუქ კვებით მოწამვლას, უარეს შემთხვევაში, მოგიწევთ სასწრაფოს გამოძახება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეამოწმოთ კვერცხები ყიდვამდე.
შეანჯღრიეთ – თუ შიგნით რაღაც ხმაა, მაშინ არ ღირს ყიდვა;
შეამოწმეთ – ნაჭუჭი უნდა იყოს გლუვი, ბზარების და ნადების გარეშე;
შეამოწმეთ ფანრით – მუქი გული მიუთითებს გაფუჭებულ პროდუქტზე.
თუ თქვენ გაქვთ ულტრაიისფერი ფანარი ჯიბეში, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი კვერცხების სიახლის შესამოწმებლად – ახალი კვერცხის ნაჭუჭი წითელი გახდება, რაც უფრო ძველია კვერცხი, მით უფრო ღია ფერის იქნება;
კიდევ ერთი ვარიანტი იმის შესამოწმებლად, არის თუ არა კვერცხები ახალი, ეხება მათ ეტიკეტირებას. მწარმოებლები, რომლებიც აფაებენ თავიანთ რეპუტაციას, ყოველთვის აწერენ მასზე ვადას.