არდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია. ამის თაობაზე ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„რანაირად ჩუმად წახვედი, არ გეკადრებოდა ასე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან… შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები ყოველთვის! ძაან მატკინე გული, არ ვიყავი ამის ღირსი შენგან, ხო მითხარი კარგად ვარო… ძაან მომენატრები იცოდე, მომიკითხე ჩემები და იქ აცინე ბევრი ჩვენ ისტორიებზე… ძალიან მიყვარხარ, შეხვედრამდე, ჩემო გენკა მგობარო, ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენზე ვწერ…. ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ”, – წერს მომღერალი ნინი შერმადინი.
ის წლების წინ წავიდა უცხოეთში, სადაც წარმატებით მოღვაწეობდა.
“მესამე კურსზე სწავლის დროს, 1991 წელს თბილისში ჩამოვიდნენ ამერიკელი კომპოზიტორები, მათ შორის იყო ჯულიან ლენონი (ჯონ ლენონის შვილი). ენა არ ვიცოდი, მაგრამ მუსიკამ “თავისი ქნა” და მე იქვე, თარჯიმნის საშუალებით მთხოვეს, ჩემი აუდიოჩანაწერები ამერიკაში გამეგზავნა. სულ მალე, ზუსტად 14 მოწვევა მივიღე. ავირჩიე ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტი და ამერიკაში გავემგზავრე.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ მაიამიში გადავედი, სადაც გენიალურ კუბელ მუსიკოსებთან მოვხვდი. სრული სიგიჟე იყო, მათ გვერდით მუშაობა მსიამოვნებდა. ლათინური მუსიკა კარგად შევისწავლე, მერე დავიწყე მოგზაურობა და ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანა შემოვიარე”, – ჰყვებოდა მუსიკოსი ჟურნალ “გზასთან” 2023 წლის დეკემბერში.