„არ არის კარგი სამშენებლო პროექტებში ჩართვა და მოგზაურობაში წასვლა“ – ხათუნა ნოელის 14 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზი

0
188
89 Views

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ასტროლოგმა, ხათუნა ნოელმა სოციალურ ქსელში ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი განაახლა.

ხათუნა ნოელმა საზოგადოებას 14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები გაუზიარა, სადაც დღის ნეგატიურ და პოზიტიურ გავლენებზე ისაუბრა.

„მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს, და მას საკმაოდ დაძაბული ასპექტები ექნება დღის განმავლობაში.

14-ში დღის მეორე ნახევარში გვაქვს მარსის და იუპიტერის შეერთება. რაც იძლევა სურვილის, რომ დავიწყოთ მოქმედება.

ნებისმიერი ქმედება ახლა შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს, თუ ჩვენ არ დავიცავით წესები და მორალი.

დღე არ არის პოზიტიური, მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს გაცნობიერებული შესაძლოა ამ დღეს, კარგ და მნიშვნელოვან საქმეებს ჩაეყაროს საფუძველი“, – ამბობს ასტროლოგი.

მისი თქმით, ამ დღეს არ არის კარგი შოპინგი, სამშენებლო პროექტებში ჩართვა, და მოგზაურობაში წასვლა.

Cesko