31 Views
გორში “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტი დაკბინეს. შემთხვევა მუნიციპალურ ტრანსპორტში მოხდა. რეპორტიორი, მგზავრსა და კონტროლიორს შორის მომხდარ დაპირისპირებას აშუქებდა, რა დროსაც შუახნის ქალმა მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა. ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელის მიმართ სამართლებრივ დავას არ აპირებს.
“მგზავრს აჯარიმებდა ბილეთის უქონლობის გამო კონტროლიორი, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. მე ვაშუქებდი ამ ამბავს, რადგან მსგავსი ინციდენტები მუნიციპალურ ტრანსპორტში ხშირია. მოულოდნელად მგზავრმა ქალბატონმა ხელზე რამდენჯერმე მიკბინა. მედიკოსებს უკვე მივმართე სამედიცინო რეკომენდაციის მიზნით. სამართლებრივ დავას არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ რომ ქალბატონი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო,” – თქვა “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტმა.