ჯგუფში, “ოჯახური პრობლემები“, ჯგუფის წევრი, წერს:
“მოკლედ ხალხი რომ გადაგვარდა მაგას წყალი არ გაუვა ….
შეკვეთაზე ვიყავი გასული და გზად ახლობელს შევუარე , რომელიც წლები არ მყავდა ნანახი .
მისულს კი ცუდი ამბავი დამახვედრა თურმე ჩემი ახლობელი გარდაცვლილა 🥹🥹🥹 და არ ვიცოდი მალევე წამოვედი გზაში კი ვტიროდი რადგან ძალიან მიყვარდა და დიდი შოკი მივიღე ამ ამბის ფონზე … დავასრულე შეკვეთა და სახლის გზას გავუდექი ჯერ მეტროთი შემდეგ მარშუტკით და გადამწვარი მივადექი რიგს და ვიკითხე ბოლო ვინ იყო …
იქვე მეზობელმა დამინახა და დამიძახა სად ხარ ამდენს ხანს გელოდებიო უცებ დავიბენი მაგრამ მივხვდი რატომაც მოიქცა ასე ხო მართლა არ მითქვამს 5 თვის ორსული ვარ …
და იფიქრა რიგში რომ არ იდგეს და იწვალოს წინ გავუშვებო მოვიდა ტრანსპორტი და პირველი მე ამიშვა და დაჯექიო არადა მეც არ მესიამოვნა ურიგოდ რომ ავედი თან ძალიან ცუდად ვიყავი ….
შემდეგ ამოვიდა თვითონ და მოყვნენ დანარჩენები ამ დროს კი მესმის ერთი ქალი როგორ მლანძღავდა რომ თურმე ტუტუცი და უზრდელი გოგო ვარ და ძალიან გავბრაზდი და ვკითხე ჩემზე ამბობთ თქო
დიახო ძალიან თავხედი ხარო 😒
მერე ერთი კაცი აყვა კიდე და ძალიან გავნერვიულდი ბოდიში ორსული ვარ და ამიტომ დამსვა ნაადრევად თქო რაში მაინტერესებს იქნებ სხვაც არის ორსული ასე ურიგოდ რომ ამობრძანდიო 🤦🏻♀️🤦🏻♀️
აღარ გაჩუმდა და ავდექი და ერთი ეს ვუთხარი
ღმერთმა მშვიდობით მიგიყვანოთ სახლამდე რომ ორსულს ეჯიბრებით და აგდებთ ადგილიდან თქო ჩამოვედი და მძღოლს ხმაც არ ამოუღია 🫣✋🏻
დაველოდე შემდეგს განადგურებული და გადამწვარი …”