რას წერს “ფორმულას” წამყვანი, რომელმაც ტელეკომპანია დატოვა

April 22, 08:56
0
127

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა.

“მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია ფორმულას თანადამფუძნებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა მრგვალი მაგიდის თანაწამყვანი.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლების და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს.

წარმატებას ვუსურვებ მრგვალ მაგიდას და მთლიანად ფორმულას, რომლის არსებობაც შექმნილ ვითარებაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს”, — წერს ჟურნალისტი “ფეისბუკზე”.

Cesko