ზოდიაქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ დღეს ფრთხილად – 20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0
1156
1,046 Views

ვერძი

დროა, საკუთარ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და ოცნების ნაცვლად, რეალური გეგმები დასახოთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარ ვალდებულებებს სახლშიც და სამსახურშიც შესანიშნავად გაუმკლავდეთ. საქმე, რომელსაც წარუმატებლად მიიჩნევდით, ბოლოს და ბოლოს, სასურველ შედეგს მოგიტანთ. მცირე ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაუგებრობის მოსაგვარებლად.

კურო

თქვენმა კონკურენტებმა ან არაკეთილმოსურნე კოლეგებმა შეიძლება სამსახურში ჭორი გაგივრცელონ ან საქმის დასრულებაში ხელი შეგიშალონ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ და საკუთარი საქმე მშვიდად აკეთეთ. ამ დღეს თქვენი გონება შესანიშნავად მუშაობს და ყველა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. პატარ-პატარა გამარჯვებები თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. თუ ვინმემ მხარდაჭერა შემოგთავაზათ უარს ნუ ეტყვით, თუნდაც უცხო ადამიანი იყოს.

ტყუპები

ამ დღეს ურთიერთობების გაუმჯობესება ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ზოგ ტყუპს სასიყვარულო სფეროში სირთულეები ელის. თუ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამთ, შესაძლოა ეს კავშირი სამუდამოდ და გაწყდეს. იგივე ეხება საქმიან ურთიერთობებსაც. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ, რათა თქვენთვის საჭირო და საყვარელი ადამიანები შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ. ვარსკვლავები თქვენს ნებისყოფას და სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობენ. უნდა დაამტკიცოთ, რომ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხართ და, რაც მთავარია, საკუთარი თავის გჯერათ. საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება თქვენს განწყობაზე აისახება. ტყუილად ნერვიულობთ – ეს ხანმოკლე პრობლემებია. თანაც ყველაფერს ორი მხარე აქვს – ახალ მეგობრებსა და მოკავშირეებს შეიძენთ, რაც ძალიან კარგია.

ლომი

არახელსაყრელი დღეა – რამდენიც არ უნდა ეცადოთ, კონკურენტების დამარცხება და სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ძალისა და ნერვების ტყუილად ხარჯვას ჯობს, მიმდინარე საქმეები აუჩქარებლად დაასრულოთ. გირჩევთ, საკუთარ ფინანსებში გაერკვეთ და ეს რაც შეიძლება დროულად გააკეთოთ, რადგან ასეთი ხელსაყრელი შესაძლებლობა დიდხანს არ გექნებათ.

ქალწული

თქვენი პიროვნული თვისებები და მჭევრმეტყველება ნებისმიერი ადამიანის დარწმუნებაში დაგეხმარებათ, მაგრამ თანამოსაუბრე ფრთხილად და ყურადღებით უნდა შეარჩიოთ – ზოგი თქვენი სურვილების განხორციელებისთვის სრულიად შეუფერებელია. ამ დღეს ბევრ რამეს მხოლოდ გამორჩენის მიზნით აკეთებთ, თუმცა ამაში სამარცხვინო არაფერია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სასწორი

თქვენი ქარიზმატულობა და მიმზიდველობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავს. ეცადეთ, უფრო მეგობრული იყოთ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მოგწონთ. შესანიშნავი დღეა ახალი ცოდნის მისაღებად და ახალი კავშირების დასამყარებლად. ეს დაგეხმარებათ, სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ და მენეჯმენტის ქება დაიმსახუროთ. გირჩევთ, საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ – გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

მორიელი

მთელ დღეს ფულზე ფიქრში გაატარებთ. გარკვეული გარემოებები გაიძულებთ, დამატებითი შემოსავლის მიღებაზე იფიქროთ, თუმცა, შეთავაზებებს დაუფიქრებლად არ დაეთანხმოთ. მოიძიეთ ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ, საყვარელ ადამიანებს რჩევა ჰკითხეთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

ახლობელ ადამიანებს შორის მცირე გაუგებრობაა მოსალოდნელი, მაგრამ დროებითი პრობლემები გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. ამ დღეს პლანეტების განლაგება ნაყოფიერ მუშაობაში გეხმარებათ და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენ იპოვით გზას იმისთვის, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და იმ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

თხის რქა

ოცნებებისა და ღრუბლებში ფრენისთვის შეუფერებელი დღეა, სამაგიეროდ, ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომა სარგებელს მოგიტანთ, მით უმეტეს, თუ გუნდურად მუშაობთ. მოერიდეთ ისეთი ნივთების შეძენას, რომელთა გარეშეც თავს კარგად გრძნობთ – ახლა ფულის მომჭირნედ ხარჯვის და მოგროვების დროა. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკულიც.

მერწყული

თუ რაღაც არ გამოდის, საქმის თაროზე შემოდების ნაცვლად, მოქმედების სხვა გზა უნდა მოსინჯოთ. ეცადეთ, ყველას დაუმტკიცოთ, რომ ძლიერი ხართ და რთულ ამოცანებთან გამკლავება შეგიძლიათ. თქვენი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ყურადღებას ნუ მიაქცევთ – მათ ავტორებს თქვენი ქმედებების ობიექტურად შეფასება არ შეუძლიათ. სავარაუდოდ, გავლენიან მოკავშირეებს იპოვით, რომელთა მხარდაჭერის წყალობით მალე დიდ წარმატებას მიაღწევთ.

თევზები

ამ დღეს ადვილად ვერაფერს მიაღწევთ, ამიტომ ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობისთვის უნდა მოემზადოთ. ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გირჩევთ, თქვენი ტელეფონის ნომერი პირველივე შემხვედრს არ მისცეთ. ვინც ნამდვილად დაგიჭერთ მხარს ამ დღეს, საყვარელი ადამიანები არიან. შეგიძლიათ მათ ბოლომდე ენდოთ და თქვენი განცდები გაუზიაროთ. ნუ მისცეთ გარშემო მყოფებს უფლებას, რომ აგაჩქარონ და ერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც თქვენზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

Cesko