პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ! – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

0
2560
113 Views

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, სხვა სოციალური დახმარების და სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად.

უწყების ცნობით, ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა.

„იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას.

2024 წლის პირველი ივლისიდან, კანონის ძალით, საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს.

იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯრ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ.

აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ამასთანავე, აღნიშნულ პირებს 1-ლი აგვისტოდან სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით. მათ შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლების ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების, ასევე, სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც, ზოგადად, მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

Cesko