შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

0
1232
83 Views

შინეიდ ო’კონორის გარდაცვალების მიზეზი მუსიკოსის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ცნობილი გახდა. იანვარში გამომძიებელმა განაცხადა, რომ ირლანდიელი მომღერალი “ბუნებრივი მიზეზით” გარდაიცვალა და საქმეში “საეჭვო გარემოებები” არ შეინიშნებოდა.

ამჯერად კი, ო’კონორის პირველი ქმრის მიერ დარეგისტრირებული გარდაცვალების მოწმობით ირკვევა, რომ მომღერალი “ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულებისა და ბრონქული ასთმის, ასევე სასუნთქი გზების ინფექციის” შედეგად დაიღუპა.

შინეიდ ო’კონორი 2023 წლის 26 ივლისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სირთულეებით სავსე პირადი ცხოვრების მიუხედავად, ო’კონორმა კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.

დუბლინელმა ო’კონორმა მუსიკალური კარიერა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როცა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra გამოუშვა. ალბომი არაერთი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა. არანაკლებ წარმატებული გამოდგა 1990 წელს გამოშვებული მეორე სტუდიური ალბომი I Do Not Want What I Haven’t Got, რომლის შვიდ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა მსოფლიოში. ერთ-ერთი სინგლი ალბომიდან — Nothing Compares 2 U — რომელიც პრინსის დაწერილია, მოგვიანებით ნამდვილი ჰიტი გახდა. ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე სიმღერა წლის #1 მსოფლიო სინგლად დასახელდა.

Cesko