მედია პარიზიდან სამწუხარო ამბავს ავრცელებს. people -ის ინფორმაციით, პარიზის ოლიმპიურ სოფელში, ცნობილი კრივის მწვრთნელი გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ლიონელ ელიკა ფატუპაიტოს გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მას პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს.
ინფორმაცია კრივის საერთაშორისო ასოციაციამ და მისმა სპორტსმენმა, ოლიმპიელმა ატო პლოძიცკი-ფაოგალიმ დაადასტურა.
“ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ წუხილს, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩვენი ბოლო სურათი ერთად, სანამ დაგვტოვებდი ოსტატო“, – დაწერა მისმა მოსწავლემ, 25 წლის პლოძიცკი-ფაოგალმა თავის ინსტაგრამზე და ფოტო გამოაქვეყნა.
“პირველად მწრთნელ ლიონელს სამოას ახალგაზრდულ გუნდში შევხვდი, როდესაც 15 წლის ვიყავი. ის იყო კეთილი და გულუხვად გვიზიარებდა არა მხოლოდ თავის დროს, მატერიალურ ნივთებს, არამედ ცოდნასაც.
ძალიან მომენატრება მწვრთნელი. შენი ოცნება იყო ჩემთან და მამასთან ერთად ოლიმპიადაზე ყოფნა, ახლა კი ძალიან ადრე წახვედი. ჩვენ არც კი გვქონია პირველი ბრძოლა ოლიმპიადაზე, როგორც ვგეგმავდით!
დაისვენე მოხუცო, მომენატრები”, – დაწერა სპორტსმენმა “ფეისბუქზე“.
ელიკა ფატუპაიტო იყო სამოელი კრივის მწვრთნელი, ის პლოძიცკი-ფაოგალს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის ამზადებდა.
ფატუპაიტოს გარდაცვალების შესახებ მწუხარება გამოთქვა კრივის საერთაშორისო ასოციაციამაც.
“ლაიონელის თავდადებამ და სპორტისადმი გატაცებამ წარუშლელი კვალი დატოვა კრივის საზოგადოებაში. მისი მემკვიდრეობა შთააგონებს მომავალ თაობებს. ჩვენ ვლოცულობთ სამოას გუნდთან და ყველა იმ პირთან ერთად, ვინც დაზარალდა ამ უდიდესი დანაკარგით”, – აღნიშნულია განცხადებაში.