„არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მეგობარი და თავის საქმეზე შეყვარებული კაცი იყო“ – ცნობილი გახდა გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანის ვინაობა

July 30, 08:29
0
505

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა.

43 წლის დიმა ქააძეს თბილისის საავიაციო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ახლობლები ამბობენ, რომ მან კვალიფიკაცია უკრაინაში აიმაღლა.

„როგორც ვიცი, უკრაინაში აიმაღლა კვალიფიკაცია. მისი ძმაც მფრინავია. საერთოდაც, ალვანიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაადგა ამ გზას. დიმა არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მეგობარი და თავის საქმეზე შეყვარებული კაცი იყო. 2013 წლამდე თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა. ალვანში მამიდა ჰყავს. უმძიმესი ამბავია, რა გითხრათ, არც ვიცი”, – ამბობს ალვანში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ინფორმაციისთვის, გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. ამ უბედურ შემთხვევას, მორიგი უბედური შემთხვევა მოჰყვა, რა დროსაც სპორტსმენების დასახმარებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა.

ბორტზე ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

წყარო: “დაიჯესტი”

Cesko