“რას გულისხმობ? და რამეს აბათილებს ეგ?…”- ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა მელიას გამოენთო

0
2352
27 Views

ბევრი დეტალია, რომელიც  აუცილებლად გახდება საჯარო…  ნანუკა ჟორჟოლიანი დუმილს არღვევს…

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, სოციალურ ქსელში დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი კომენტარებში გამოეხმაურა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: “აბზაცი, რომ მიშა მოიფიქრებდა რამეს მისი თანაგუნდელების ტყვეობიდან დასახსნელად, ბუნდოვანია (რბილად რომ ვთქვა). რას გულისხმობ? და რამეს აბათილებს ეგ?”
ნიკა მელია: “და რამის გაბათილებას ვცდილობ? პირდაპირ და რბილად თქმის გარეშე განვმარტე, რომ ავტოკრატიული რეჟიმის ცვლილების გარეშე არ ხდება რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება. რომ არსებობდეს, ამ 10 წლის მანძილზე თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერს არ მოუწევდა ციხის გზის გავლა. არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი – რეჟიმის ცვლილება”.
ნანუკა ჟორჟოლიანი: “ნიკა, აქ საუბარია, რას ვაკეთებთ პოლიტპატიმრებისთვის, რამდენჯერ ვახსენებთ, რამდენად ვაქტიურობთ მათი თემის ირგვლივ. ვინც არ უნდა იყოს ის, თუმცა განსაკუთრებით მიშასი. ხო, განსაკუთრებით ბევრი მიზეზის გამო. დარწმუნებული ვარ, მიშა რომ თბილისში ყოფილიყო, გაცილებით უფრო სხვაგვარი იქნებოდა მისი აქტივობები შენს, გიგის და ნებისმიერი პატიმრის მიმართ, ვიდრე მიშა, რომელიც უკრაინაში იყო. ეს შენ არ გეხება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება თქვენი ერთი ლიდერის პასუხი, როცა რუსთავში მიშას აქციების დეტალებზე ველაპარაკებოდი, რუსთავი ახლა ჩვენი პრიორიტეტი არააო. კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც ერთხელ აუცილებლად გახდება საჯარო”.

Cesko