პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა.
მდინარე სენას ნაპირთან შეკრებილ სტუმრებსა და მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, თვალი ედევნებინათ, თუ როგორც ჩაოიარეს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებით დაკომპლექტებულმა ბორნებმა. მათ შორის, 28-მა ქართველმა ოლიმპიელმა, რომელთა მედროშეებიც ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე იყვნენ.
ღონისძიების მუსიკალური ნაწილი ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ლედი გაგამ გახსნა, რის შემდეგაც, მაყურებლებმა არაერთი საცეკვაო და მუსიკალური ნომერი იხილეს.
ამის შემდეგ, ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონია დაიწყო, რა დროსაც, ოლიმპიური ჰიმნის ფონზე, ოლიმპიური დროშა აღიმართა.
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების რანგში არაერთი ცნობილი სპორტსმენი, მსახიობი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის არიან: მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სელენა უილიამსი, პოპვარსკვლავი არიანა გრანდე, ამერიკული „ვოგის“ მთავარი რედაქტორი ანა ვინტური და სხვები.