ცნობილია! – როდის და ვის წინააღმდეგ ჩაატარებს მერაბ დვალიშვილი სატიტულო ბრძოლას

0
174
84 Views

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქამარზე 14 სექტემბერს, შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბებს.

იქამდე კი UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

UFC-იმ ანაჰეიმში ჩატარებული ღონისძიების UFC 298 შემდეგ მებრძოლთა რეიტინგები განაახლა. კლასიფიკაციაში დაწინაურდა მერაბ დვალიშვილი.

სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი “მანქანა” გახდა. ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ 33 წლის ქართველი მხოლოდ წონის ჩემპიონს, შონ ო’მალის ჩამორჩება.

“მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამარჯვება ჩვენია. მე მხოლოდ უკეთესი და უკეთესი გავხდები”,- განაცხადა მერაბმა ბოლო გამარჯვების შემდეგ.

 

Cesko