89 Views
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან.
მედიის ცნობით, ფიცომ შმიგალს უკრაინის გავლით რუსული კომპანიის, „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის აღდგენის ტექნიკური გადაწყვეტა შესთავაზა.
„რუსული ნავთობის ნაწილის ტრანზიტის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია სლოვნეფტის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობის ალტერნატიული წყაროები უფრო ძვირია და, შესაძლოა, ტექნოლოგიურად შეუსაბამო იყოს“, – ხაზგასმით აღნიშნეს სლოვაკეთის მთავრობაში.
მათ დასძინეს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაგრძელდება უახლოეს დღეებში.