რუსებმა დონბასში კიდევ ერთი დასახლება აიღეს – DeepState

July 27, 11:17
0
71

რუსმა მებრძოლებმა დაიკავეს სოფელი ვოვჩე (დონეცკის ოლქი) და შეძლეს წინსვლა იასნობროდივკაში,- ინფორმაციას უკრაინული მედია DeepState-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასევე დაფიქსირდა მოწინააღმდეგის წინსვლა ჟელანისა და დიბროვას დასახლებების რაიონებში“, – იტყობინება DeepState ანალიტიკოსები.

ექსპერტებმა, ასევე, განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგეები ცდილობენ წინსვლას ვოვჩის მახლობლად ხუთი მიმართულებით.

Cesko