რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას – სერგეი შოიგუ

November 30, 15:06
0
348

„შენდება ინფრასტრუქტურული ობიექტები ახალი სარაკეტო სისტემების განსათავსებლად“, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

შოიგუმ განაცხადა, რომ ის 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, ეს მომავალი წლისთვის პრიორიტეტი იქნება რუსეთისთვის.

„2023 წლის კაპიტალური სამშენებლო პროექტების სიის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობას სტრატეგიული ბირთვული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე. აუცილებელია ინფრასტრუქტურული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება და ჯარებისთვის თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა შოიგუმ.

Cesko