ავტოსაგზაო შემთხვევას ფოლკლორული ჯგუფის სულ მცირე 9 წევრი ემსხვერპლა – საშინელი ტრაგედიის დეტალები

July 23, 10:56
0
651

პერუში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ავტობუსი, რომელსაც ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფის წევრები გადაჰყავდა, კლდის ფერდობზე მიმავალი გზიდან გადავარდა. ისინი ლიმაში, კონცერტზე გამოსასვლელად მიემგზავრებოდნენ.

ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

Cesko