ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს… – რას ამბობს შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის ახლობელი?

0
592
19 Views

სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი. გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.

შოვის ტრაგედიის გამო უდედოდ დარჩენილ ლუსის საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

სოფო ბაკურაძის ოჯახის ახლობელი მედიასთან პატარა ლუსიზე უყვება, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ დედა კევს ან კანფეტს მიუტანს.

„23 წლის სოფო ბაკურაძე შოვში მუშაობდა. ცხოვრობდა გლოლაში მშობლებთან დედმამიშვილთან და თავის ლუსისთან ერთად. ზრდიდა ბავშვს მარტო. იყო მარტოხელა დედა. ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში, დამლაგებლად მუშაობდა.

3 აგვისტოს დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, მას მერე არავის გვინახავს. ვეძებდით ცხედარს. ამოცნობაზე ვიყავით წასული და დავრწმუნდით ნამდვილად, რომ ჩვენი სოფო იყო. გუშინ მოხდა გადმოსვენება. ამ დღეების განმავლობაში დნმ-ის პასუხს ველოდებოდით. სამშაბათს არის დაკრძალვა. ბავშვი ისევ ონში იმყოფება ახლობლებთან, რომ სტრესი არ მიიღოს და ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე”, ან კანფეტზე და მოუტანს”. – ამბობს ოჯახის ახლობელი მედიასთან საუბარში.

“ლუსი, ისე უნდა იბრწყინო, როგორც შენს დედიკოს გაუხარდებოდა…” – უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება, თხოვნაა მაქსუმალურად გაავრცელეთ

გაირკვა შოვში დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ვინაობა – 4 წლის გოგონას დედა აღმოჩნდა…

Cesko