ასპინძასა და ნინოწმინდაში ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა

July 23, 10:28
0
66

ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ერთ პირს დაუდასტურდა, ხოლო ცხოველში ბრუცელოზის შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობროვო მედია  „სამხრეთის კარიბჭე“ავრცელებს.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი აღნიშნავს, ბრუცელოზით ინფიცირების ერთი შემთხვევა, მიმდინარე წლის აპრილში, სოფელ ივერიაში გამოვლინდა. ინფექცია მამაკაცს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ ბრუცელოზი მხოლოდ პირუტყვს დაუფიქსირდა.

Cesko