ბაიდენი უკრაინის დახმარების კანონზე უფლებამოსილებას ბლინკენსა და იელენს გადასცემს – თეთრი სახლი

0
99
22 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ თავისი უფლებამოსილება კანონის მიხედვით ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებს გადასცა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მემორანდუმი გარკვეული ფუნქციებისა და უფლებამოსილების დელეგირების შესახებ „უკრაინელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობისა და შესაძლებლობების აღდგენის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

ამგვარად, ბაიდენმა ამ კანონის რამდენიმე პუნქტით აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება ჯანეტ იელენსა და ენტონი ბლინკენს გადასცა. საუბარია რუსული აქტივების ჩამორთმევაზე, კონფისკაციასა და გადაცემაზე.

„ამ მემორანდუმში გათვალისწინებული უფლებამოსილების დელეგირება ვრცელდება ნებისმიერი მომავალი სამთავრობო კანონის ნებისმიერ დებულებაზე, რომელიც იგივეა, ან თითქმის იგივეა, რაც ამ მემორანდუმშია აღნიშნული“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.

Cesko