ჰარისი: ვამაყობ იმით, რომ მივიღე ფართო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი პარტიის კანდიდატობისთვის საჭიროა, ვაპირებ გავაერთიანო ჩვენი პარტია, ჩვენი ერი და დავამარცხო ტრამპი

July 23, 10:23
0
96

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა იმისათვის, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

„ამ საღამოს ვამაყობ იმით, რომ მივიღე ფართო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი პარტიის კანდიდატობისთვის საჭიროა და, როგორც კალიფორნიის ქალიშვილი, ვამაყობ, რომ ჩემი მშობლიური შტატის დელეგაციამ ჩვენი კამპანიის წარმატებას ხელი შეუწყო. მოუთმენლად ველი, რომ მალე ოფიციალურად მივიღებ კანდიდატის წოდებას“, – წერს იგი კამპანიის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

ჰარისმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძოლებს.

„მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვიმოგზაურებ და ვესაუბრები ამერიკელებს ყველაფერზე, რაც საფრთხეშია. ვაპირებ გავაერთიანო ჩვენი პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი და დავამარცხო დონალდ ტრამპი ნოემბერში“, – თქვა მან პირველი წინასაარჩევნო კამპანიის წინ. 

Cesko