მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში – ჩვენ არ გვჯერა სიტყვების – ზელენსკი

0
398
26 Views

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას უჭირს დაიჯეროს „ზოგიერთი ქვეყნის ან ზოგიერთი ლიდერის” სანდოობის ქვეყანაში ომის ესკალაციის შემდეგ.

როგორც ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, არ სჯერა სიტყვების.

“მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში. ვგულისხმობ, რომ მე არ მჯერა ზოგიერთი ქვეყნის ან ზოგიერთი ლიდერის განცდის. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. ჩვენ არ გვჯერა ამ ყველაფრის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არც სჯერა უსაფრთხოების დოკუმენტირებული გარანტიების და საერთაშორისო სამართლის.

“მეც არ მჯერა დოკუმენტებისაც, რადგან ჩვენ გვაქვს ბუდაპეშტის მემორანდუმი – ვფიქრობ, თქვენ იცით ამის ყველა დეტალი. ჩემთვის ეს მხოლოდ ქაღალდის ნაჭერია და არაფერი ღირს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განუცხადა CNN-ს, რომ მისი რწმენა ეფუძნება პრაქტიკულ, ხელშესახებ ძალისხმევას და უკრაინელ ხალხს.

„ჩვენ უბრალოდ გვჯერა კონტრაქტის, პრაგმატული რაღაცების. თუ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, გაგვიმართეთ ხელი, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული და შეაჩერეთ რუსეთი, დაარტყით რუსეთს. შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ მეგობარი ხართ.

ერთადერთი საკუთარი თავის რწმენაა, ჩვენი ხალხის რწმენა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არა მხოლოდ თავიანთი სიტყვებით, არამედ თავიანთი ქმედებებით”, – დასძინა ზელენსკიმ.

Cesko