ვლადიმირ პუტინი: ბელარუსში ბირთვული იარაღი 7 – 8 ივლისის შემდეგ განთავსდება

0
722
27 Views

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში დაიწყება მას შემდეგ, რაც 7-8 ივლისს ობიექტების მომზადება დასრულდება.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე.

Cesko