21 Views
„ძვირფასო პრეზიდენტო პუტინ, – ასე მიმართა რუსეთის პეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსეთში სამდღიანი ვიზიტით მყოფმა ჩინეთის ლიდერმა.
„ მე ყოველთვის გიწოდებ ჩემს ძვირფას მეგობარს. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრე რუსეთს თქვენი მოწვევით სახელმწიფო ვიზიტით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემი შემდეგი ხელახალი არჩევა მოხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ, ” განაცხადა სი ძინ პინმა.
- „ რუსეთმა მიაღწია წარმატებას და კეთილდღეობას მისი ძლიერი პრეზიდენტის ხელმძღვანელობის წყალობით. ჩინური მხარე დიდ ყურადღებას აქცევს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, რადგან ამას აქვს თავისი ისტორიული ლოგიკა, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მეზობელი ქვეყნები, ვართ პარტნიორები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაში. სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს,“, – განაცხადა მან.
სი ძინ პინი თავისი მმართველობის 10 წლის განმვლობაში 8- ჯერ ეწვია რუსეთს და 40 -ჯერ შეხვდა ვლადიმირ პუტინს.