ყირგიზმა და ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

September 14, 11:10
0
448

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის საზღვარზე განლაგებულმა მესაზღვრეებმა ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, – ამის შესახებ Reuters-ი ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ყირგიზებმა მათ სთხოვეს, საზღვრის გასწვრივ არსებული „საბრძოლო პოზიციები“ დაეტოვებინათ.

ორმხრივი ცეცხლის დროს დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ორი ქვეყნის საზღვარზე, რომელიც სადავოდ არის დემარკირებული, მსგავსი შეტაკებები რეგულარულად ხდება.

Cesko