„ხალხის ძალა“: დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში

0
386
21 Views

ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ აცხადებს.

„მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ამ ქვეყანაში ძმურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს კავკასიურ წესს და ღირსებას შეეფერება. როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ წყდება უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ღია მოწოდებები სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით. გუშინაც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებდა, დროა, ქართველმა ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციისთვისო. უკრაინის ხელისუფლებაზე ამერიკელების გავლენა რამდენად ძლიერია, ალბათ, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის. შესაბამისად, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და უკრაინელი პოლიტიკოსების გზავნილები ასე ზუსტად ერთმანეთს.

თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Cesko