“პარლამენტში რა გინდა? ‘პოლიტიკაში’ რა გინდა? საერთოდ რა გინდა?” – რას წერს ჯაფარიძე

0
235
24 Views

პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე იმ საპარლამენტო ოპოზიციონერებს პასუხობს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, “ოცნების” კანდიდატებს:

“არ ვიცოდით თუ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი იყოო
ეს ჰგონიათ ‘სწორი’ პასუხი
ვთქვათ დავიჯერეთ რომ ასეა
მურუსიძის მანდ ჩაბეტონების შემდეგ, ყველა ვინც კი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე რაიმე ფორმით მუშაობს ამაზე ლაპარაკობდა, საჯაროდ თუ პირად საუბრებში
თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ნდობის მქონე არამოსამართლე წევრების არჩევა
ამაზე ლაპარაკობდნენ და ამ მომენტს ელოდნენ
ამაზე ლაპარაკობდნენ დასვლელი პარტნიორებიც, საჯაროდ და შეხვედრებზეც
(მე არასოდეს მჯეროდა რომ ამით რამე ეშველება სასამართლოს, მაგრამ მაინც)
ეს თუ არ გსმენია, ეს თუ არ გესმის, ამაზე თუ ვიღაცისგან ელოდები დარეკვას და ინსტრუქციას, მანდ რა გინდა?
პარლამენტში რა გინდა?
‘პოლიტიკაში’ რა გინდა?
საერთოდ რა გინდა?”

Cesko