დიდი ტრაგედია – ახლახანს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა

May 18, 16:05
0
3986

გარდაიცვალა მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში.

სამწუხარო ინფორმაცი კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა :

“უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა რუსუდან ბერიძე. ჩემთვის ყოველთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო და უძვირფასესი ოჯახის წარმომადგენელი. მიუხედავად “დროის ლაბირინთული, წინაუკმო სრბოლისა” როგორც გოეთე იტყოდა ცნობილ “მიძღვნაში,” ეს სახეები ახლოს არიან ათწლეულების მიუხედავად და თითქოს გუშინ იყო, როცა მე და ირაკლი კოსტავა ოთახში დაგვტოვა რუსუდანმა მათემატიკური ამოცანების გამოსაყვანად და თავად გადაინაცვლა სხვა ოთახში, სადაც მერაბი, დედაჩემი და მამაჩემი ელოდნენ“ – წერს კონსტანტინე გამსხურდია სოციალურ ქსელში

რუსუდან ბერიძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

რუსუდან ბერიძე არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

Cesko