37 Views
“მთავარმა არხი” ოპოზიციის შიდა ჩატის ე.წ. სქრინებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რა ხდებოდა სკანდალურ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე.
მასალაში ჩანს, რომ ორივე მხარე, როგორც ფრაქციის ლიდერები, ისე გარიცხული დეპუტატები მხოლოდ ნაწილობრივ ამბობენ სიმართლეს.
კერძოდ, ნიშნიანიძეზე ფრაქციის ლიდერებისგან იყო თანხმობა, თუმცა სხვა კანდიდატებზე, რომლებსაც 5-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საერთოდ აღარაფერი იყო ნათქვამი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გუშინ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემით 5-მა დეპუტატმა სასამართლო სისტემაში კლანისთვის ნიადაგი კიდევ უფრო გაამყარა. დეპუტატები ფრაქციიდან გარიცხეს და ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს.
თავის მხრივ, გარიცხული დეპუტატები ამბობენ, რომ მომხდარი ლიდერებისა და არასწორი კომუნიკაციის ბრალია.