The New York Times: „დემოკრატების“ ზოგიერთმა წამყვანმა დონორმა განაცხადა, რომ 90 მილიონი დოლარის დაპირებულ შემოწირულობას გაყინავენ, თუ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება

0
111
JPG edited with https://ezgif.com/resize
77 Views

„დემოკრატების“ ზოგიერთმა წამყვანმა დონორმა განაცხადა, რომ 90 მილიონი დოლარის დაპირებულ შემოწირულობას გაყინავენ, თუ პრეზიდენტი ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ასეთი უზარმაზარი თანხების გაყინვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ რა შედეგები მოჰყვა ივნისის ბოლოს ბაიდენის ტრამპთან დებატებს.

ფულადი სახსრების გაყინვა ხდება მაშინ, როდესაც ბაიდენის გარშემო ზოგიერთი მრჩეველი განიხილავს, თუ როგორ დაარწმუნოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო რბოლის დატოვებაში.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ კერძო საუბრებში შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, თუ რამდენად რთული გახდა პრეზიდენტისთვის დონალდ ტრამპის დამარცხება.

CNN-ი ესაუბრა კონგრესის წევრებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც კავშირში არიან როგორც ობამასთან, ასევე პელოსისთან. წყაროების განცხადებით, ბაიდენის კანდიდატურის მოხსნა აშკარაა და ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გასარკვევი, თუ როგორ განვითარდება ეს სცენარი.

Cesko