25 Views
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ავარიის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
პირველადი ინფორმაციით სერიოზულად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.
ინფო რუსთავი