„აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძნობენ ბანაობას… რა გვჭირს?!” – რას წერს ჩაქვში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი?

July 19, 08:06
0
880

ტრაგედია ჩაქვში – დღეს, 18 ივლისს სასტუმრო „ოაზისში” 6 წლამდე ბავშვი აუზში დაიხრჩო. ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.

ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც უბედურ შემთხვევას შეესწრო, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში

– სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….- სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას

– სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედპუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება

– სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო

– სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა…

ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძნობენ ბანაობას..

რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?” წერს ფეისბუკმომხმარებელი.

სასტუმრო “ოაზისის”, აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო

Cesko