საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი შვილს ელოდებიან. წყვილმა სქესის გაგების ცერემონია მოაწყო და როგორც გაირკვა, ისინი გოგონას მშობლები გახდებიან.
ვიდეო სოციალურ ქსელში მათმა მეგობარმა გამოაქვეყნა.
გიორგი მამარდაშვილის რჩეული მოდელი ელენე ეპიტაშვილი საზოგადოებამ ერთი წლის წინ გაიცნო, როდესაც საყვარელმა მამაკაცმა ხელი საჯაროდ სთხოვა.
როგორც ცნობილია, წყვილი უახლოეს მომავალში ქორწილის გადახდას გეგმავს და როგორც “მამარდამ” ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, წვეულება, სავარაუდოდ, თბილისში გაიმართება.
წინასაქორწინო წვეულება გოგოებთან ერთად უკვე გამართა ელენე ეპიტაშვილმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწილსაც მალე გადაიხდიან.