“მამა სვიმონი 40 აბი მეტადონით დააკავეს, მღვდელმა მღვდელს “ნა ხადუ” ესროლა – გავაგრძელო?”– კალატოზიშვილი

0
1712
25 Views

პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:

“2019 წელს კრიმპოლმა მღვდელი, მამა სვიმონი 40 აბი მეტადონით დააკავა. ამას მოყვა მამა ანდრია სარიას კომენტარი იმაზე, რომ არის შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკს მღვდლები პირდაპირ საკურთხევლიდან ყიდიან. ძალიან მძიმე და ამაზრზენი ბრალდება იყო და, ცხადია, აღარავინ ჩაეძია დეტალებს. ასეა თუ ისე, ამის შემდეგ მღვდლების ნაწილმა ყველა სასულიერო პირის სავალდებულო ნარკოშემოწმება მოითხოვა.
2020 წელს ერთმა მღვდელმა ყინწვისის კეთილგონიერ ავაზაკთა სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა ჟღენტი იარაღით დაჭრა. გამოძიების თანახმად, ერთი მანქანიდან მეორე მანქანაში მჯდომ მღვდელს “ნა ხადუ” ესროლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
გავაგრძელო?
კიდევ მედია ახალისებს ძალადობას?
მედია “აბალამუტებს” სიტუაციას?
ასეთი არაადეკვატურები და უსინდისოები როგორ ხართ?”

Cesko