სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე – თურქეთის ფეხბურთელის ჟესტის გამო უეფამ გამოძიება დაიწყო

July 4, 18:48
0
29

უეფამ თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო.

BBC-ის ცნობით, ფეხბურთელმა ევრო 2024-ის ფარგლებში, ავსტრიის კარში გატანილი გოლი ე.წ. მგლის მისალმებით აღნიშნა, რაც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან – “რუხი მგლები”. ეს დაჯგუფება დაკავშირებულია თურქეთის მმართველ კოალიციურ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიასთან.

დემირალმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მისალმება, რომელიც ავსტრიასა და საფრანგეთში აკრძალულია, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი გოლის გატანის შემთხვევაში.

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დემირალი შეიძლება დაჯარიმდეს ან ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირდეს.

Cesko