რა თანხა შესთავაზა “მეცს” “ვესტ ჰემმა” გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ?

July 4, 18:46
0
34

ვესტ ჰემმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ მეცს 20 მილიონი ევრო შესთავაზა. ინფორმაციას GiveMeSport ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი მიქაუტაძე არ იმყოფებოდა. მან მიზეზად ოფიციალური ვალდებულებები დაასახელა. ცერემონიის მიმდინარეობის დროს ნიკა კვეკვესკირმა აღნიშნა, რომ მალე საზოგადოება მედიის საშუალებით მიქაუტაძესთან დაკავშირებით ახალ ამბავს გაიგებს, რაც მათ დიდ სიხარულს მიანიჭებს.

Cesko