ვინ არის და რას საქმიანობს ნანუკა სტამბოლიშვილის მეუღლე- ნახეთ ყველაფერი დეტალურად

0
137
22 Views

მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი ჰყვება, თუ სად, როგორ და როდის გაიცნო მეორე ნახევარი, ლაშა მგელაძე.

“16 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.

16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.

ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია, პატივცემული. იცით, როგორი ადამიანია? ყოველთვის მაოცებს მისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდებოდი, იმიტომ, რომ იმიტომ… მაინც. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება, რა თქმა უნდა”, – განაცხადა ნანუკა სტამბოლიშვილმა.

Cesko