რას გვეუბნება ადამიანზე კვირის დღე, როცა ის დაიბადა რომელი პლანეტები მფარველობენ

June 21, 17:21
0
48

ორშაბათი

ამ ადამიანებს მთვარე მფარველობს. მათში დამალულია უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი და ძალთა დიდი რეზერვი ყველაზე ამბიციური გეგმების რეალიზაციისთვის. დასანანია, თუმცა ჩანაფიქრის ხორცშესხმაში მათ ხშირად ეჭვები უშლის ხელს. ამ დღეს დაბადებულები თუ შეძლებენ ყველა შიშისგან გათავისუფლებას, თავბრუდამხვევ სიმაღლეებზე ავლენ. მათმა პარტნიორმა ყოველ ცისმარე დღეს უნდა უჩვენოს მათ თავისი სიყვარული და ერთგულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთვარის მფარველობის ქვეშ მყოფი, ეჭვით შეპყრობილი ადამიანები მათ ყველა სასიკვდილო ცოდვაში დასდებენ ბრალს. გარშემომყოფებს ისინი თავიანთი სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით აღაფრთოვანებენ, ხოლო ფასეულ რჩევებს არასდროს ტოვებენ უყურადღებოდ. ბუნებისგან მათ დახვეწილი გემოვნება აქვთ ნაბოძები.

სამშაბათი

ამ დღეს დაბადებული ადამიანები ბუნებით მებრძოლები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, ისევე როგორც მათი მფარველი პლანეტა მარსი. ხასიათით ისინი ენერგიით აღსავსე ექსტრავერტები არიან. მათი არაჩვეულებრივი თვისებაა ის, რომ არასოდეს არაფერს შუა გზაზე არ მიატოვებენ და არ დამშვიდდებიან, ვიდრე საწადელს არ მიაღწევენ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – მათი ბევრი ოცნება აუცილებლად ასრულდება. ხშირად ისინი თავიანთ ინიციატივებს იმდენად გააფთრებით, პირდაპირი მნიშვნელობით, „კბილებით იცავენ“, ეს გარშემომყოფთათვის შეიძლება კონფლიქტის საბაბად იქცეს. ეცადეთ, უფრო ლოიალურები იყოთ და ხშირად წადით დათმობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც გიყვართ ან რომლებთან ერთადაც მუშაობთ. სხვათა შორის, ისინი არაჩვეულებრივად ალერსიანი საყვარლები არიან.

ოთხშაბათი

სამყაროს თუ დავუჯერებთ, ყველაზე კეთილშობილი ადამიანები ოთხშაბათობით იბადებიან. ისინი ყოველი ახლისთვის არიან გახსნილები, სიხარულით იწყებენ ყველაფერს, ყველაზე სარისკო და საინტერესო საქმეებს. მეგობრები მათ გულწრფელობის, ხოლო კოლეგები – ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში მთავარი აქცენტების განაწილების უნარის გამო აფასებენ. ეს თანდაყოლილი შორსმჭვრეტელობა მათი მფარველი პლანეტის – მერკურის დამსახურებაა. ისინი ელეგანტურები არიან, რაც ვლინდება როგორც მათ ჩაცმულობაში, ისე მანერებში. ისინი ძალიან ეჭვიანები არიან და მათმა პარტნიორებმა ამ მხრივ მათი „გამოწვევა“ ფიქრადაც არ უნდა გაივლონ. ისინი თავს კომფორტულად მეგობრების დიდ კომპანიაში გრძნობენ. ურთიერთობა, ცოდნის გაზიარება, ლაღი საუბარი სხვადასხვა თემაზე მათთვის დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

ხუთშაბათი

ხუთშაბათი იუპიტერის დღეა. მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულები ცხოვრებას გამოუსწორებელი ოპტიმისტის თვალით უყურებენ. ისინი მეტისმეტად მგრძნობიარენი და მხიარულები არიან. საწინააღმდეგო სქესთან მათ პირად ურთიერთობებს ხშირად ართულებს ის გარემოება, რომ „იუპიტერის შვილები“ ყოველთვის ვერ ახერხებენ ერთ რამეზე კონცენტრირებას; ისინი პარალელურად რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობენ. ვერაფერს გააწყობ – ასეთები არიან ისინი სიყვარულში! სცადეთ, პარტნიორი იმპულსურად არ აირჩიოთ, არამედ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა საიმედოობა და უსაფრთხოება. იმ ადამიანებს მიაქციეთ ყურადღება, რომელთა გვერდითაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ. თავისი ტიპაჟით ისინი არიან დამცველები, რომლებიც მუდამ მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ ოჯახის კეთილდღეობისთვის; უპირატესობას ანიჭებენ კაშკაშა ფერის სამოსს, რომელიც მათში და გარშემომყოფებში დადებით ენერგიას გააღვიძებს. ნახეთ სრულად

Cesko