“ვინმე ჭკუათმყოფელი ადამიანი ფიქრობს, რომ ვინმემ შეიძლება მოაწყოს თავდასხმა თუკი არ აქვს გარანტია იმისა, რომ არ დაისჯება და არ არის კავშირში ხელისუფლებასთან, ეგ ხომ წარმოუდგენელია და ვინც ამ სიგიჟეს ამბობს უბრალოდ სამარცხვინოა. არ აქვს მნიშვნელობა ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ უცხო ადამიანი”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა აქტივისტმა ნიკო მანაგაძემ “კურიერთან“ განაცხადა.
ნიკო მანაგაძე მისი მშობლების ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აცხადებენ, რომ მათი შვილის წახალისება ოპოზიციონერების მხრიდან ხდება.
მანაგაძემ აღნიშნა, რომ დედასთან ურთიერთობა არ აქვს და განსაკუთრებით მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა.
“დედაჩემთან არ მაქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ბევრჯერ უთქვამს, რომ რადგან “ქართული ოცნების“ წევრი არის, ამიტომ ლოიალურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით ამორალური და მძიმე არის ჩემთვის ამის მოსმენა“- განაცხადა ნიკო მანაგაძემ.