ცუკერბერგი ჰავაიზე “აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს” იშენებს
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი, კუნძულ კაუაიზე (ჰავაის არქიპელაგში შემავალი კუნძული) 5000 კვადრატული ფუტის მიწისქვეშა თავშესაფრის აშენებას გეგმავენ.
ცუკერბერგმა თითქმის ათი წელი დახარჯა კუნძულზე მიწის შესყიდვისთვის. Wired-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ თავშესაფარი უნდა შეიცავდეს ათზე მეტ შენობას მინიმუმ 30 საძინებლით და 30 სველი წერტილით. ასევე იგეგმება 11 ხის სახლის, ფიტნეს ცენტრისა და საოპერაციო ოთახების მოწყობაც.დოკუმენტების ანგარიშებიდან გაურკვეველია, რა არის მიწისქვეშა თავშესაფრის მიზანი.
რაც არ უნდა იყოს მიზანი, ცუკერბერგის თავშესაფრის აშენების ღირებულება ძვირია – მიწასთან ერთად, ის 270 მილიონ დოლარზე მეტია, იტყობინება Wired.
წყარო: kvirispalitra.ge, იხილეთ სრულად