ვერძი
ამ დღეს ისეთ შეთავაზებას მიიღებთ, რომელზედაც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ის სრულიად ახალ, განსხვავებულ შესაძლებლობებს დაგანახვებთ. თუ დილას გეჩვენებათ, რომ მარტო ყველა დავალებას ვერ გაუმკლავდებით, დღის მეორე ნახევარში საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული იქნებით. გირჩევთ, საღამოს სტუმრად წახვიდეთ – ახლა სახლის გარეთ ყოფნა გჭირდებათ.
კურო
ეს დღე ბევრ თავსატეხსა და საიდუმლოს უკავშირდება, რომელთა ამოხსნაც კუროს მოუწევს. ნუ მოუსმენთ „ჭკუის დამრიგებლებს“ – ისინი არასწორ რჩევებს გაძლევენ. უმჯობესია, საკუთარი სიბრძნე და ინტუიცია გამოიყენოთ. ისინი სწორი მიმართულებით წაგიყვანენ და თქვენს ყველა კითხვაზე პასუხს იპოვით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი ღია ცის ქვეშ გაატაროთ.
ტყუპები
ეს დღე ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. შეგიძლიათ თამამად დადოთ გარიგებები, პარტნიორებს შეხვდეთ და თანამშრომლები დაიქირაოთ – ვერც კი შეამჩნევთ, რამდენად სწრაფად მოაგვარებთ ყველა ამოცანას და ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა. სრული უფლება გაქვთ, საღამოს მხიარულად და ხმაურიანად დაისვენოთ. მით უმეტეს, რომ განწყობაც შესაბამისი გაქვთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, დღის უმეტესი ნაწილი სახლის გარეთ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ. ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა და დადებითი ენერგიის დამუხტვა გჭირდებათ. მუშაობა გიჭირთ, ახალი იდეები არ გაქვთ, მენეჯმენტი კი თქვენგან შეუძლებელს ითხოვს. ეცადეთ, ამ რიტმს საღამომდე გაუძლოთ, რადგან საღამოს, სახლში კვლავ სიმშვიდეს და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას იგრძნობთ.
ლომი
დღის პირველ ნახევარში გამორიცხული არ არის მცირე კონფლიქტი. გარშემო მყოფები თქვენს მხარს დაიჭერენ, ამიტომ განსაკუთრებულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუმცა საკუთარი პრინციპებზე უარი არ თქვათ. რაც მთავარია, პრობლემის მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.
ქალწული
ამ დღეს სამომავლო გზის არჩევა მოგიწევთ. ეცადეთ, არ აჩქარდეთ, რადგან ამ არჩევანზეა დამოკიდებული თქვენი კარიერა და ფინანსური მდგომარეობა. რჩევას არავისგან ელოდოთ – ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, ბნელი აზრებისგან გათავისუფლდეთ. ეცადეთ, მასზე მასზე თქვენი დაღლილობა და ცხოვრებით უკმაყოფილება არ გადაიტანოთ.
სასწორი
პირადი ცხოვრების პრობლემები მუშაობაში ხელს გიშლით, მაგრამ კოლეგების დახმარებით და უსიამოვნო შეცდომებს თავიდან აიცილებთ. პრობლემების პირისპირ არც მეგობრები დაგტოვებენ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგრძელდება, თუ მის ეშმაკობას დროულად მიხვდებით და შეწყვეტთ. ამ დღეს ადამიანების მოხიბვლის უნარი იმაზე უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ოდესმე.
მორიელი
პლანეტების განლაგება პროფესიულ საქმიანობაში სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. ეცადეთ გონივრულად იმოქმედოთ, მაგრამ მეტისმეტი სიფრთხილე საჭირო არაა. მეგობრები ქმედით დახმარებას ვერ გაგიწევენ, თუმცა მორალურად თქვენ გვერდით იქნებიან.
მშვილდოსანი
ამ დღეს ეცადეთ, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. ყოველდღიურ წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. პრობლემების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ და მთელი ენერგია გადაჭრისკენ მიმართეთ. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. ზოგჯერ ეს საშუალებას გაძლევთ, სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ და საკუთარი შეცდომები დაინახოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ დაისვენოთ და ურთიერთობით დატკბეთ.
თხის რქა
თხის რქებს რთული და არახელსაყრელი დღე ელით. ამ დღეს სასურველ შედეგს შესაძლოა, დამქანცველი მუშაობის შედეგადაც კი ვერ მიაღწიოთ. სირთულეებთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა და ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობაში ყველაფერი მშვენივრადაა. გირჩევთ, აქტიური დასვენება და ერთობლივი მოგზაურობა დაგეგმოთ.
მერწყული
თქვენი საიდუმლო გაცხადდება და მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით. ახლობელი ადამიანების დასამშვიდებლად მთელი თქვენი დიპლომატიური უნარების გამოვლენა მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავედ გამოგაცხადებენ. საღამოს კი სიტუაცია გამოსწორდება და თავისუფლად ამოისუნთქავთ.
თევზები
ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სამუშაო და პირად ურთიერთობებში გამოიყენოთ. დღეს ისეთ საკითხში გაგიმართლებთ, რომელიც მახვილგონიერებას და სისწრაფეს მოითხოვს. ყველაფერში საუკეთესო შედეგს დადებთ, რასაც შეამჩნევენ და დააფასებენ.