“ ეს “აქ­ცია“ იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ მოფიქრებული, მე არ ვიზიარებ მათ შეხედულებებს“ – რას წერს მსახიობი თემურ გვალია

0
149
23 Views

თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, თე­მურ გვა­ლია მსახიობების “პერფორმანსთან“ დაკავშირებით ამ­ბობს, რომ გუ­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი, რამ­დე­ნი­მე მსახიობის მიერ იყო მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და თა­ვად აღნიშნული მსახიობების პოზიციას არ იზიარებს.

საქმე ეხება თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობების პროტესტს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, სადაც მსახიობი ზურა ყიფშიძე და გიორგი ყიფშიძე სხვა მსახიობებთან ერთად, სცენაზე პროტესტის ნიშნად დგანან.

“ახლა მო­მის­მი­ნეთ! გუ­შინ „მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში“ გა­ი­მარ­თა „მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში“ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი „მეფე ლირი“. სპექ­ტაკ­ლი როცა დამთავრდა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „პაკ­ლო­ნის“ შემ­დეგ გა­ი­შა­ლა პლა­კა­ტე­ბი „არა რუ­სულ კანონს“ და კი­დევ სხვა…

ეს იყო ამ სპექ­ტაკ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გადაწყვეტილება და აქ­ტი­უ­რო­ბა, რო­მელ­საც თე­ატ­რის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ იზი­ა­რებს და არ ემ­ხრო­ბა!

ამას იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რად მთლი­ა­ნად „მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატრს“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რაც არის ტყუ­ი­ლი და სრუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია!!!!!

გუ­შინ­დე­ლი „პერ­ფორ­მან­სი“ მთლი­ა­ნად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იყო სპექტაკლში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ და არა „თუ­მა­ნიშ­ვი­ლის“ თე­ატ­რის მიერ.. ხოდა ძალიან გთხოვთ ყვე­ლას! როცა ამ თე­მას ეხე­ბით სოც-ქსელ­ში, ისა­უბ­რეთ მათ­ზე, ვინც უშუ­ა­ლოდ და­გეგ­მა ეს აქ­ცია და ვინც იღებ­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და არა მთლი­ა­ნად დას­ზე!

ამ დას­ში მეც ვარ და მაგ­რად არ მსი­ა­მოვ­ნებს, როცა სხვის ნა­მოქ­მე­დარს მე და განსხვავებულ აზ­რზე მყოფ მსა­ხი­ო­ბებს გვტე­ნი­ან, არას­წო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბი! 100-მა კაც­მა მომ­წე­რა.. მე­კი­თხე­ბი­ან, რა ხდე­ბა თქვენ­თან თე­ატ­რშიო და და­ვი­ღა­ლე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მით! რა ხდე­ბა და ის ხდე­ბა, რაც მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში!

ასე, რომ გთხოვთ „თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის“ ლან­ძღვას თავი და­ა­ნე­ბოთ! თე­ატ­რი აქ არა­ფერ შუ­ა­შია! ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი იცით მე­გობ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.. არც იმი­ტომ ვდებ ამ პოსტს, რომ თავს ვი­მარ­თლებ… უბ­რა­ლოდ ეს „აქ­ცია“ იყო თე­ატ­რის რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბი­სა, პი­რა­დად მე არ ვი­ზი­ა­რებ მათ ინფივიდუალურ შეხედულებებს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სულ ეს იყო..“ – წერს მსახიობი თემურ გვა­ლია.

Cesko