ქორწილში პატარძლის კოცნისთვის სიძე და მისი ნათესავები სცემეს – სად მოხდა შემთხვევა

0
132
27 Views

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშიში შვიდი ადამიანი დააკავეს ჩხუბისთვის, რომელიც ქორწილში მოხდა. ჩხუბი ქორწილში ცეკვას მოჰყვა. ინციდენტის შესახებ News 24 იუწყება.

როგორც მედია წერს, სკანდალი დაიწყო საქორწინო ცერემონიის პირველ ნაწილში, რომელსაც ჯეიმალა ჰქვია. ამ დროს პატარძალი და საქმრო ცვლიან ყვავილების გირლანდებს. ამ ცერემონიის პარალელურად საქმრომ აკოცა პატარძალს. ამან პატარძლის ახლობლების აღშფოთება გამოიწვია.

სიტყვიერი დაპირისპირება სწრაფად გადაიზარდა მასობრივ ჩხუბში. გოგონას ნათესავები სცენაზე ჯოხებით შეიარაღებულები ავიდნენ და სიძის ნათესავების ცემა დაიწყეს. შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პატარძლის მამა. პოლიციამ ჩხუბის შვიდი მონაწილე დააკავა.

პატარძლის ახლობლებმა განაცხადეს, რომ საქმრომ გოგოს ძალით აკოცა. ახალგაზრდა მამაკაცი ირწმუნება, რომ ის წინასწარ შეთანხმდა პატარძალს ჯაიმალას დროს კოცნაზე. დაკავებულებს ხულიგნობისთვის გაასამართლებენ.t

Cesko