“ეს პერიოდი დიდი სიფრთხილით გაიარეთ”, – რას გვაფრთხილებს ცაგარელი

0
205
20 Views

8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება.  მოვლენას დაინახავენ აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. დაბნელება წყნარ ოკეანეში დაიწყება, შემდეგ კი მთვარის ჩრდილი, რომელიც მზეს დაფარავს მთელ კონტინენტს გადაუვლის და ატლანტის ოკეანეში ჩავა.

მზის სრული დაბნელება რეგულარულად, თუმცა არც თუ ისე ხშირად ხდება. შემდეგში ეს შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა 2026 წელს მოხდება, თუმცა მისი ნახვა მხოლოდ ატლანტის ოკეანეში იქნება შესაძლებელი.

მზის დაბნელება ბუნებრივი მოვლენაა. ის ხდება მთვარის მზესა და დედამიწას შორის მოხვედრისას, რის გამოც დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. მზის დაბნელებას ემთხვევა ეშმაკის მეტსახელით ცნობილი იშვიათი და მასიური კომეტის ჩაქროლვა დედამიწასთან.

ამ პერიოდთან დაკავშირებით, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი შემდეგ რეკომენდაციას ავრცელებს:

„8 აპრილს იყო მზის დაბნელება და ახალმთვარეობა. დიდი სიფრთხილით გავიაროთ ეს პერიოდი, 11-12 აპრილამდე მაინც… ილოცეთ, სიყვარული გაიძლიერეთ თქვენში…

დაისვენეთ შეძლებისდაგვარად, თუ სახლში მოახერხებთ ყოფნას და მზის სხივებს თავს აარიდებთ, მთლად უკეთესი, თუ მაინც გიწევთ გარეთ გასვლა, მზის მუქი სათვალები დაიხმარეთ. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა…

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში დიდხანს გაჩერებას, გამორიცხეთ ნეგატიური ინფორმაციები… ალკოჰოლი, თამბაქო! მშვიდად და სასიამოვნოდ განეწყვეთ, კომფორტულად, საკვები რაც მსუბუქი და მარტივი, მით უკეთესი.

გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვანი საქმეები. დაისვენეთ…

დალოცეთ ყველა!… ეს მნიშვნელოვანია!… სიყვარული გაგზავნეთ სამყაროში, სიკეთე და ბედნიერება უსურვეთ ყველას… მადლიერება უფალს ყველაფრისათვის, ყველაფერი საუკეთესოდ არის და იქნება“, – წერს ასტროლოგი.

Cesko