“არავის ახსოვს ის პენალტი… გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე” – როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი

April 3, 09:57
0
48

26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორია დაწერა საბერძნეთის დამარცხების შედეგად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

სხვა და­ნარ­ჩენ სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად ამ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეა, რო­მე­ლიც ფა­ნებ­მა ნაკ­რებ­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რეს.

“ჩვენ ეს შევ­ძე­ლით, ყვე­ლამ ერ­თად დავ­წე­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს! სა­ო­ცა­რი ემო­ცი­აა პე­ნალ­ტე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის. @euro2024, ჩვენ მოვ­დი­ვართ”, – და­წე­რა “ინ­სტაგ­რამ­ზე” მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

“მი­ქა­უ­ტა­ძე არ­სად ჩანს და ყვე­ლამ ვი­ცით, მის გულ­ში რაც ხდე­ბა… პე­ნალ­ტე­ბი ისეთ ვარ­სკვლა­ვებს გა­უ­ფუ­ჭე­ბი­ათ ეგე­თე­ბი, რომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბი­ან. ამი­ტომ დიდი წარ­მა­ტე­ბა მას, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს. “მი­ქაა”, ვა­მა­ყობთ შე­ნით”, – წერს გი­ორ­გის ერთ-ერთი ფანი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

“გიო, შენ გე­ნაც­ვა­ლე, არა­ვის ახ­სოვს ის პე­ნალ­ტი… შენ უნდა გვყავ­დე კარ­გად და მაგ­რად. ერთ კაცს არ დას­ცდე­ნია ცუდი რამე. გვიყ­ვარ­ხარ და გე­ლო­დე­ბით ევ­რო­პა­ზე”,
 – წერს კი­დევ ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

Cesko