ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, ევაკუაცია, ბათუმის შემდეგ, ქუთაისის სკოლაშიც გამოცხადდა

March 19, 11:07
0
72

ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” ევაკუაცია გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მეილზე ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გაგზავნა.

ადმინისტრაციამ სკოლიდან ბავშვები და თანამშრომლები გამოიყვანა. შემოწმების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. პერიმეტრი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დაწყებულია გამოძიება.

შეგახსენებთ, ბათუმში, კერძო სკოლა “პროგრესში” ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ტერიტორია კინოლოგებმა და სამართალდამცველებმა შეამოწმეს.

ცრუ შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებლის არსებობაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შევიდა. ავტორი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.

სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან განახლდება. იქამდე კი შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

Cesko