“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, 19 მარტს, გლდანის რაიონში, მონადირის ქ. სატუმბო სადგურის მაგისტრალურ ქსელზე, აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 მარტის 12:00 საათიდან 20 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაონის შემდეგ ქუჩებს:
ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; ხიზაბავრის ქუჩა და ჩიხები, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩა და ჩიხებით, სოფ.გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს;
ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, გობრონიძის N46, ავშნის დასახლებას,ავშნის ქუჩას, ნუშის ქუჩას და ანტონ მე-2 ქუჩას და მონადირის ქუჩას , ფირცხალავას ქუჩას, ძმები ჭილაშვილების ქუჩას, ფრანგიშვილის ქუჩას, მუხიანის 1-ლ, მე-2, მე-3, მე-4 ა და მე-4 ბ მ/რ მთლიანად, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) III მ/რ ყველა კვარტლებს (გარდა III მ/რ-ს I კვარტლის N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა), მუხიანის აგარაკებს სრულად.