”თითქოს ამ საბედისწერო დღეს წინასწარ გრძნობდა…” – რა ფოტოებს აქვეყნებს უჯარმაში გარდაცვლილი ძმების მასწავლებელი

0
539
25 Views

სოფელ უჯარმაში, მდინარე იორის არხში გარდაცვლილი ძმების პედაგოგი 16 წლის ივიკო მახარობლიშვილის ნახატებს აქვეყნებს.

ნინო ჯალაღონია, ნიკა და ივიკო მახარობლიშვილების განსაკუთრებულ ნიჭიერებაზე ყვება და წერს, რომ უფროსი ძმა, უკვე დისერტაციაზე მუშაობდა, უმცროსი კი ხატვის იშვიათი ნიჭით იყო დაჯილდოებული.

„დაღუპული ძმები გახლდათ ჩემი აბიტურიენტები, თბილისში ჩემი მეზობლები, ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები.

დიახ, ორივე ჩემი აღზრდილია.
უფროსი, ნიკოლოზ მახარობლიშვილი თ. ს. უ. მესამე კურსის სტუდენტი იყო, სტიპენდიანტი. უკიდურესად განათლებული, ერუდირებული, ღრმა ინტელექტის მატარებელი. თითქოს ეჩქარებოდა, უკვე მესამეკურსელი დისერტაციაზე მუშაობდა, დარჩა არაერთი გამოუქვეყნებელი ნაშრომი მეორე, უმცროსი ძმა, ივანე მახარობლიშვილი მე-12-ე კლასში გადავიდა. ფენომენალური ნიჭის პატრონი. ყოველ მეცადინეობაზე გაოცებული შევყურებდი. მისი უნარი, 16 წლის ბიჭის შესაძლებლობას აღემატებოდა. პროფესიონალურად ხატავდა, გრაფიკული დიზაინით აწყობდა პერსონაჟებს, სხვა ხედვა ჰქონდა. დღე და ღამე მუშაობდა, ცდილობდა მოესწრო, დაემთავრებინა ნამუშევრები და დაეტოვებინა. 16 წლის ბიჭს გადაკითხული ჰქონდა საზღვარგარეთის ლიტერატურა: დანტე”ღვთაებრივი კომედია”, გოეთეს “ფაუსტი” და ა.შ. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, ემზადებოდა იმ სამყაროში გადასვლისთვის.

გთავაზობთ, ივიკოს ბოლო ორი თვის ნამუშევრებს. გთხოვთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ყველა დეტალი.
გამოვდივარ ინიციატივით, მოეწყოს ნიკას და ივას ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, რათა გაიცნოს საზოგადოებამ ეს ბიჭები. ივიკო ხომ ამაზე ოცნებობდა. ამ საქმეს მე ჩავუდგები სათავეში, პირადად მე ვუხემძღვანელებ და ბოლომდე მივიყვან”- წერს ნინო ჯალაღონია.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, 16 და 21 წლის ძმები, მდინარე იორში დაიღუპნენ.

 

Cesko